დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი – ტრამპმა აღიარა ჰარისის სიძლიერე, პროფესიონალიზმი, ორივე შეთანხმდა ქვეყნის გაერთიანების მნიშვნელობაზე

00:04, 07.11.2024

დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპის საარჩევნო შტაბმა განცხადება გამოაქვეყნა.

„ტრამპმა აღიარა ჰარისის სიძლიერე, პროფესიონალიზმი და გამძლეობა მთელი კამპანიის განმავლობაში, ორივე შეთანხმდა ქვეყნის გაერთიანების მნიშვნელობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. სატელეფონო საუბრისას ჰარისმა ხაზი გაუსვა ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნის მნიშვნელობას.

მსგავსი