ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, კარაკასისა და მირანდას შტატებში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვენესუელაში „კოვიდ-19“-ის 10 000 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 96 ლეტალური.
„ბიბისის“ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია.