ვენესუელას დედაქალაქში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

11:53, 15.07.2020

ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, კარაკასისა და მირანდას შტატებში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვენესუელაში „კოვიდ-19“-ის 10 000 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 96 ლეტალური.

„ბიბისის“ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია.

მსგავსი