ვენესუელას ციხეში ხანძრის საქმეზე ხუთი პოლიციელი დააკავეს
ვენესუელას ციხეში ხანძრის საქმეზე ხუთი პოლიციელი დააკავეს

ვენესუელას ციხეში ხანძრის საქმეზე ხუთი პოლიციელი დააკავეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში გაჩენილ ცეცხლს 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც კარაბობოს პროკურატურაში განაცხადეს, ხუთი სამართალდამცავი დაკავებულია. ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ვენესუელაში, ვალენსიის შტატში მდებარე ქალაქ კარბობოს იზოლატორში ხანძარს წინ მსჯავრდებულთა ბუნტი და სროლა უძღოდა.
ვენესუელას ოპოზიცია მომხდარში ქვეყნის ლიდერ ნიკოლას მადუროს და მის მთავრობას ადანაშაულებს. მათი თქმით, ხელისუფლება ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას არ ცდილობს.