ვენესუელას ქალაქ ვალენსიაში, პოლიციის განყოფილებაში ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა

08:38, 29.03.2018

ვენესუელას ქალაქ ვალენსიაში პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ამბოხსა და ხანძარს 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას კარაბობოს შტატის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ადასტურებენ.

ქალაქის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყება და მომხდარის მიზეზს მალე დაადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, განყოფილებაში ხანძარი პატიმრებმა გააჩინეს, მათ ცეცხლი მატრასებს წაუკიდეს. ამ გზით ისინი გაქცევას ცდილობდნენ.

პოლიციამ განყოფილების სიახლოვეს შეკრებილი პატიმრების ახლობლები ცრემლმდენი გაზით დაშალა. ისინი პოლიციის შენობასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხანძრის შესახებ გახდა ცნობილი.

ქალაქის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ შეტაკებებისას დაჭრილია ერთი პოლიციელი.
კარაბობოს შტატში გლოვა გამოაცხადეს.

მსგავსი