ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული აშშ-ში მოღვაწე ჩინელი რეჟისორის ფილმი გახდა
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული აშშ-ში მოღვაწე ჩინელი რეჟისორის ფილმი გახდა

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული აშშ-ში მოღვაწე ჩინელი რეჟისორის ფილმი გახდა. 38 წლის ქლოი ჩჟაოას ფილმს „მომთაბარეთა მიწა“ (Nomadland) ოქროს ლომი საზეიმო ცერემონიაზე გადასცეს.

ჟიურის შეფასებით, საუკეთესო რეჟისორი იაპონელი კეისი კუროსავა გახდა ფილმისთვის „ჯაშუშის ცოლი“.

დიდი ჟიურის პრიზი ვერცხლის ლომი მექსიკელ მიშელ ფრანკოს ერგო, ფილმისთვის „ახალი წესრიგი“, სპეციალური პრემია გადაეცა რუს რეჟისორი ანდრეი კონჩალოვსკის და მის სურათს „ძვირფასი ამხანაგები“.

ვენეციის 77-ე კინოფესტივალი კუნძულ ლიდოზე გაიმართა, კორონავირუსი გამო დარბაზი, სადაც ცერემონიალი იმართებოდა ნახევრად ცარიელი იყო, ხოლო პირბადეების ტარება სავალდებულო. შეზღუდვების გამო ვენეციას წელს ნაკლები ჰოლივუდელი ვარსკვლავი ეწვია.