ვენეციის კინოფესტივალზე რეჟისორ ჯულიან შნაბელის ფილმის პრემიერა გაიმართა
ვენეციის კინოფესტივალზე რეჟისორ ჯულიან შნაბელის ფილმის პრემიერა გაიმართა

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი და ოსკარის ნომინანტი რეჟისორის ჯულიან შნაბელის ფილმის პრემიერა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ფილმი სახელწოდებით – Eternity’s Gate ნიდერლანდელი ფერმწერის და გრაფიკოსის ვინსენტ ვან გოგის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი უილიამ დეფო ასრულებს. რეჟისორი ვინსენტ ვან გოგის შესახებ ფილმზე რამდენიმე წელი მუშაობდა. სურათი  ყველა იმ პირად, სოციალურ და შემოქმედებით საკითხს მოიცავს, რაც ცნობილ ჰოლანდიელ მხატვარს ეხებოდა.

ფილმის გადაღებები საფრანგეთის ქალაქ არლში მიმდინარეობდა.