ვენაში ავსტრიის კოალიციური მთავრობის მიგრაციული და სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ვენაში ავსტრიის კოალიციური მთავრობის მიგრაციული და სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ვენაში ავსტრიის კოალიციური მთავრობის მიგრაციული და სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციაში 17 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. სამართალდამცველთა ცნობით, საპროტესტო გამოსვლამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ვენაში გამართული დემონსტრაციის ზოგიერთ მონაწილეს ყვითელი ჟილეტები ეცვა, რაც საფრანგეთში მთავრობის რეფორმების წინაააღმდეგ პროტესტის სიმბოლო გახდა.

დემონსტრანტების უკმაყოფილება გამოიწვია ავსტრიის მთავრობის მიერ გამკაცრებულიმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც დამსაქმებელს 12-საათიანი სამუშაო დღის დაწესების საშუალებას აძლევს.

ავსტრიის კოალიციური მთავრობა, რომელიც კონსერვატიული „სახალხო პარტიისა“ და მემარჯვენე-პოპულისტური „თავისუფლების პარტიისგანაა“ ფორმირებული, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარების შემცირებას გეგმავს.