უკრაინის მხარდამჭერი აქცია ქალაქ ვენაში [ფოტო, ვიდეო]

ავსტრიის რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი აქცია ქალაქ ვენაში გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დროშებით, სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტებითა და შეძახილებით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებმაც უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.