ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმათი შეგონებებით, ვინც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავს - რომან კაკულია და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გიგა ბოკერია რომან კაკულიას განცხადებამ გააღიზიანა. კერძოდ, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც რომან კაკულია კითხვას სვამდა.
„პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, იმ წუთას მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
კაკულიას ამ განცხადებას ბოკერიას გამოხმაურება მოჰყვა.
„მოღალატეობას მაბრალებთ? სირცხვილია“, – მიმართა მან რომან კაკულიას.
„ბატონო გიგა, თქვენს თავზე რატომ იღებთ. შეურაცხყოფები თქვენ რომ იცით, ისეთი უნდა, თან უსაფუძვლო“, – მიმართა მან გიგა ბოკერიას.