ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა [ფოტო]
15:38, 01.09.2020
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა.
სწავლება აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფების მიერ მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გახსნამდე მიმდინარეობს.
დესანტირების გადმოსხმის ოპერაციას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური, ნატო-ს სახმელეთო ძალების მეთაური, აშშს ელჩი და თავდაცვის ატაშე.
საჩვენებელი სწავლება აშშ-ს ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის ოთხი c130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წვრთნებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს წევრი ოთხი ქვეყნის – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედროები.
სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს.