გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს. თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, დაბალი ხილვადობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა.
დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე, სოფელ გომბორიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.