ვატო შაქარიშვილი გირგვლიანის საქმეზე მაია ნადირაძის განცხადებას ეხმაურება - ეს არის „ნაცმოძრაობის“, მათი მხარდამჭერების მორალური სახე
ვატო შაქარიშვილი გირგვლიანის საქმეზე მაია ნადირაძის განცხადებას ეხმაურება - ეს არის „ნაცმოძრაობის“, მათი მხარდამჭერების მორალური სახე

ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, მაია ნადირაძის მიერ ტელეეთერში გირგვლიანის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„არ ვიცი, რა ჰქვია ამას…?! უსინდისობის, უსისხლობის, არაადამიანობის მწვერვალი…?! არ მყოფნის სიტყვები… ეს არის მთლიანად „ნაცმოძრაობის“, მათი მხარდამჭერების (ქვეყნის შიგნით თუ გარეთ) მორალური სახე!!!“, – წერს ვატო შაქარიშვილი „ფეისბუქზე“ და ნადირაძის მიერ გაკეთებული განცხადების ვიდეოს აზიარებს.

მაია ნადირაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „ყველაფერი ხომ თვლადია, ერთ გირგვლიანზე, თუ კიდევ ვიღაცას ამბობენ ხოლმე ერთს, მას შემდეგ რამდენი ასეთი მოხდა, ის ხალხი რატომღაც ასე არ რეაგირებდა“.