ვატიკანში საშობაო მესა მიმდინარეობს. წმინდა პეტრეს მოედანზე და ტაძარში ხალხმრავლობაა.
სადღესასწაულო მესას, რომელსაც პონტიფიკოსი ჩაატარებს, 10 000 მორწმუნე ესწრება. წმინდა პეტრეს ტაძარში იმყოფებიან სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები.
ასევე ცნობილია, რომ რომის პაპის თხოვნით, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი შობას ერაყში აღნიშნავს. ის იქ მცხოვრებ კათოლიკეებს მიულოცავს დღესასწაულს.
ხვალ შუადღისას კი რომის პაპი წმინდა პეტრეს აივნიდან ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს, რომელშიც ის ყურადღებას მსოფლიოში არსებულ ცხელ წერტილებში მცხოვრებ ადამიანებზე გაამახვილებს. ამის შემდეგ ის კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.