რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 11 ოქტომბერს შეხვდება.
უკანასკნელად მათი შეხვედრა 2023 წლის დეკემბერში ვატიკანში შედგა.
„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისაც შეხვდება.
ზელენსკი დღეს ხორვატიაში „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ მესამე სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. სავარაუდოა, რომ უკრაინის პირველი პირი იტალიაში სწორედ ხორვატიიდან ჩაფრინდება.