„ვატიკან ნიუსი“ - რომის პაპის და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინას, კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს
„ვატიკან ნიუსი“ - რომის პაპის და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინას, კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს

რომის პაპის და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინას, კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გულწრფელი საუბრის პირველი ნაწილი უკრაინის კონფლიქტს დაეთმო და განსაკუთრებული ყურადღება ჰუმანიტარულ სიტუაციაზე გამახვილდა.

პარალელურად, ფრანგული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციაზე, სავარაუდოდ, წამოაყენა იდეა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის პატრიარქ კირილს დაურეკოს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში „სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის მიზნით“, მაკრონმა, სავარაუდოდ, სთხოვა პონტიფიკოსს დარეკოს თეთრ სახლშიც.