ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო „კარმუშკა“, მაგრამ ეს არ იყო „კარმუშკა“ აქ მომუშავე ადამიანებისთვის
ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო „კარმუშკა“, მაგრამ ეს არ იყო „კარმუშკა“ აქ მომუშავე ადამიანებისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო „კარმუშკა“, მაგრამ ეს არ იყო „კარმუშკა“ აქ მომუშავე ადამიანებისთვის – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა. მისივე თქმით, ამის შესახებ საქმე პროკურატურაშია გადაცემული.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო „კარმუშკა“, მაგრამ ეს არ იყო „კარმუშკა“ აქ მომუშავე ადამიანებისთვის, ისინი ყველანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ პირობებს, არც მორალური მდგომარეობა იყო მაინცდამაინც საუკეთესო. ეს საქმეები კონტროლის პალატას შესწავლილი აქვს და პროკურატურაში ჩემამდე იყო გადაცემული“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.