ვასილ მაღლაფერიძე - ჩემპიონთა ლიგის ტენდერში უფლება არ გვქონდა, ის თანხა დაგვესახელებინა, რაც გვსურდა
ვასილ მაღლაფერიძე - ჩემპიონთა ლიგის ტენდერში უფლება არ გვქონდა, ის თანხა დაგვესახელებინა, რაც გვსურდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, სხვა არხებისგან განსხვავებით, უფლებამოსილი არ არის, ტენდერში ის თანხა დაასახელოს, რაც თავად მოუნდება, – ასე უპასუხა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა პარლამენტში ირაკლი კობახიძისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე კითხვას, რატომ ვერ შეძლო პირველმა არხმა ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირება.

„თუ ვინმეა გულდაწყვეტილი ადამიანური თვალსაზრისით, არიან პირველი არხის თანამშრომლები, რომ ვერ მოვიპოვეთ ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირების უფლება, მაგრამ ახლა რასაც განვიხილავდით, ხანდახან მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ ზუსტად არ ვიცით კანონმდებლობა. იყო ტენდერი, რომელიც წავაგეთ, ქვეყანა კი არ დაიქცა, რაც მთავარია, საქართველო არ დარჩა ფეხბურთის გარეშე.

ახლა სანამ დანარჩენებიც გაბრაზდებით, გეტყვით, რატომ ვერ დავასახელეთ საჭირო თანხა, იმიტომ რომ სხვა არხებისგან განსხვავებით, მენეჯმენტი უფლებამოსილი არ ვართ, ის თანხა დავასახელოთ, რაც მოგვინდება და ასე გავშალოთ ხელი შემოდგომის აზნაურივით, ეს იყო ჩვენი წინასწარ შეთანხმებული ჩარჩოები და ა.შ. ახლა ვვაჭრობთ კიდევ ორ ჩემპიონატზე, უეფაზე და ევროპის ჩემპიონატზე“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.