ვაშლიჯვარში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ვაშლიჯვარში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
კორპუსის მაცხოვრებლებმა გაზის სუნი იგრძნეს. მათ ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
წინასწარი ინფორმაციით, კორპუსში, ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ბუნებრივი აირი ჟონავს.