ვაშლიჯვარში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

18:14, 23.01.2019

ვაშლიჯვარში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

კორპუსის მაცხოვრებლებმა გაზის სუნი იგრძნეს. მათ ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

წინასწარი ინფორმაციით, კორპუსში, ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ბუნებრივი აირი ჟონავს.

მსგავსი