ვაშინგტონში უსაფრთხოების სამსახურმა თეთრ სახლთან მიმავალი ქუჩების გადაკეტვა დაიწყო. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
თეთრი სახლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.
„სიენენის“ ინფორმაციით, თეთრ სახლთან რკინის კონსტრუქციები მიიტანეს.
უკვე მეშვიდე დღეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქციები არ წყდება. მოსახლეობა 25 მაისს, მინეაპოლისში პოლიციის ფიზიკური ძალადობის შემდეგ ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებს.