ვითარება შეერთებულ შტატებში - აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს

აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციების მეშვიდე დღეს, საგანგებო მიმართვის დროს გააკეთა. რასიზმისა და ძალადობის საწინააღმდეგო გამოსვლები არ წყდება.

რამდენიმე შემთხვევაში, აქციის მონაწილეებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და ქუჩაში დაშვებულზე მეტ ხანს დარჩნენ. იყო მოროდიორობის შემთხვევებიც.