ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა მასშტაბური აქცია გამართეს. მათი განცხადებით, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას უჭერენ მხარს.
„როიტერი“ წერს, რომ დემონსტრაციები ვაშინგტონის გარდა სხვა ქალაქებშიც იმართება. ამასთანავე, დაგეგმილია დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციებიც.
დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად 7 ნოემბერს, მას შემდეგ დასახელდა, რაც პენსილვანიის შტატი მოიგო და არჩევნებში გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიის ხმების საკმარისი რაოდენობა მოიპოვა.
ხმების დათვლის პროცესი რამდენიმე შტატში ამ დრომდე გრძელდება. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის გამარჯვებას არ აღიარებს.