ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი იგეგმება. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვიზიტის დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ანგელა მერკელი ვაშინგტონში აპრილის ბოლოს ჩავა. ტაბლოიდ „ბილდის“ ცნობით კი აშშ-ის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.
დონალდ ტრამპმა გერმანიის მიმართ კრიტიკული განცხადებები არაერთხელ გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტი ბერლინს „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის ინვესტიციისთვის, ნატო-ში დაბალი კონტრიბუციისა და სკრიპალის საქმეზე რუსეთის მიმართ არასაკმარისად მკაცრი პოზციისთვის აკრიტიკებს.