ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში 10 სამხედრო ბაზას შექმნის
ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში 10 სამხედრო ბაზას შექმნის.
სამხედრო ბაზების მშენებლობის დასრულების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე სირიელი ლტოლვილები გაიგზავნებიან, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
აშშ-ის და თურქეთის შეთანხმების თანახმად, სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის მიზნით, საკოორდინაციო ცენტრი თურქეთის პროვინცია შანლიურფაში იფუნქციონირებს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, აშშ-მა იცის, რომ ანკარა მის საზღვრებთან რაიმე სახის ფორმაციის შექმნას არ დაუშვებს. თურქეთს სურს, რომ უსაფრთხოების ზონა სირიის ტერიტორიის სიღრმეში 30-40 კილომეტრზე შეიქმნას.
ვაშინგტონს და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, დაკვირვების მიზნით, სირიის ჩრდილოეთში ფრენა უკვე დაიწყეს.