ვაშინგტონის მერმა არეულობის გამო ქალაქში ერთი დღით კომენდანტის საათი გამოაცხადა
ვაშინგტონის მერმა არეულობის გამო ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
როგორც „სიენენი“ იუწყება, კომენდანტის საათი ერთი დღით, 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
როგორც მურიელ ბაუზერი მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, დედაქალაქში ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება იკძალება.
როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი კაპიტოლიუმის შენობიდან გაიყვანეს.
აშშ-ის კონგრესს დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კონგრესში შეჭრის გამო სხდომა შეჩერებულია.