დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ [ვიდეო]
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. კაპიტოლიუმის პოლიცია დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
დემონსტრანტების შეჭრის პარალელურად, აშშ-ის კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა.
როგორც „სიენენი“ წერს, შენობაში ყველანაირი გადაადგილება შეზღუდულია. სენატორები, თანამშრომლები და ჟურნალისტები გადასაადგილებლად მიწისქვეშა გვირაბებს იყენებენ.
Video from the chamber. pic.twitter.com/UKF7MScHKN
— Matt Fuller (@MEPFuller) January 6, 2021