„ვაშინგტონ პოსტი“ - ისრაელი და „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა და ზავის შეთანხმების ჩარჩოზე შეთანხმდნენ 
„ვაშინგტონ პოსტი“ - ისრაელი და „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა და ზავის შეთანხმების ჩარჩოზე შეთანხმდნენ 

ისრაელი და „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა და ზავის შეთანხმების ჩარჩოზე შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ მისი განხორციელების დეტალებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, შეთანხმების მეორე ეტაპზე მთავარი ნაბიჯი იყო ორივე მხარის თანხმობის მიღწევა, რომ ღაზის „დროებითი მმართველობა“ პალესტინის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა განახორციელონ. ამ გეგმით, ღაზის სექტორის მართვაში არც „ჰამასი“ და არც ისრაელი არ მიიღებენ მონაწილეობას.

გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩარჩო არსებობს, საბოლოო შეთანხმება, სავარაუდოდ, გარდაუვალი არ არის და ყველა დეტალის გარკვევას დრო დასჭირდება.

„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, დაბრკოლება იყო მეორე ფაზაზე გადასვლა, სადაც „ჰამასი“ გაათავისუფლებს მამრობითი სქესის ჯარისკაცებს, რომლებიც რჩებიან მძევლებად და ორივე მხარე დათანხმდება „საომარი მოქმედებების მუდმივ დასრულებას“ „ღაზიდან ისრაელის ჯარების სრული გაყვანით“.

გეგმის თანახმად, ღაზის სექტორში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ აშშ-ის მიერ გაწვრთნილი და არაბული ქვეყნებისგან მხარდაჭერილი ძალები.

„ჰამასმა“ შუამავლებს განუცხადა, რომ მზად არის დროებითი მმართველობისთვის ძალაუფლების დასათმობად.