„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-მა ვოლოდიმირ ზელენსკის საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან ევაკუაცია შესთავაზა, ზელენსკიმ უარი განაცხადა
ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტს საჭიროების შემთხვევაში ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა.
„ვაშინგტონ პოსტი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის მთავრობა მზად არის, ტყვედ ჩავარდნის ან ლიკვიდაციის თავიდან აცილების მიზნით, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში დაეხმაროს, თუმცა წყაროს ცნობით, ზელენსკი ქვეყნის დატოვებაზე უარს აცხადებს.
გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მტერმა ის ნომერ პირველ სამიზნედ დაასახელა, მისი ოჯახი კი, მეორე სამიზნედ.