„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის საფოსტო სამსახურს 150 000-ზე მეტი ბიულეტენი კენჭისყრის დღემდე საარჩევნო უბნებზე არ მიუტანია
ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურს კენჭისყრის დღემდე საარჩევნო უბნებზე 150 000-ზე მეტი ბიულეტენი არ მიუტანია. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 12 000 საფოსტო ბიულეტენი არ მიუტანიათ იმ ხუთ შტატში, სადაც საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
პენსილვანიაში, სადაც 3 439 ბიულეტენმა დააგვიანა, კვლავ მიიიღებენ ბიულეტენებს პარასკევამდე, თუ მათი მარკირება არჩევნების დღემდე მოხდა.
ნევადაში, სადაც 4 518 ბიულეტენმა დააგვიანა, ბიულეტენებს შემდეგ სამშაბათამდე მიიღებენ.
ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც 2 958 ბიულეტენი არ მისულა, ბიულეტენებს მომდევნო ხუთშაბათამდე მიღებენ, თუ ისინი 3 ნოემბრის საფოსტო მარკით იქნებიან მონიშნული.
ჯორჯიასა და არიზონაში 853 და 864 ბიულეტენი არ მისულა და შესაბამისად, ხმები, რომლებიც არჩევნების დღისთვის არ მიუღიათ, დისკვალიფიცირდა.
საფოსტო სამსახური ამომრჩეველს აფრთხილებდა, არჩევნებამდე ერთი კვირის განმავლობაში არ გაეგზავნათ ბიულეტენები.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის საარჩევნო გუნდი მომხრეებს მუდმივად მოუწოდებდა, ხმის მიცემა პირადად უზრუნველეყოთ. ამასთან, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბაიდენის კამპანიამაც შეცვალა თავისი გზავნილები და ამომრჩეველს მოუწოდებდა, რომ არჩევნებამდე 10 დღის განმავლობაში გამოეყენებიათ ყუთები ან პირადად მისულიყვნენ საარჩევნო უბანზე.