ვარშავაში თურქეთის საელჩოს შენობას უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა
ვარშავაში თურქეთის საელჩოს შენობას უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, პირი, რომელმაც დიპლომატიური მისიის შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, დაკავებულია. ერთ-ერთი ვერსიით, ეჭვმიტანილი 34 წლისაა და სავარაუდოდ, მასთან ერთად კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიციის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია საელჩოს შენობის ფასადი. ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულის ვინაობის და მოტივის შესახებ.