ვარშავაში ევროპის მემარჯვენე პოპულისტური პარტიების ლიდერების შეხვედრა იმართება. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
შეხვედრა პოლონეთის ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ გახსნა. დამსწრეთა შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი და საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარი ლე პენი არიან.
მედიის თქმით, მემარჯვენე პარტიები ევროკავშირს სუვერენული სახელმწიფოების ტრადიციებისა და უფლებამოსილების განადგურებაში სდებენ ბრალს. მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგში ახალი ნაციონალისტური ალიანსის შექმნაა, რომელიც ევროპარლამენტში სიდიდით მეორე ჯგუფი გახდება. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ნაციონალისტური ალიანსი ბრიუსელის პოლიტიკის შეცვლას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში თექვსმეტმა პოპულისტურმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ იდეოლოგიურ განცხადებას, რომელშიც ევროკავშირის ამჟამინდელ პოლიტიკურ მიმართულებებს აპროტესტებდნენ.