ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოში ჩემპიონატზე ესტონელს სძლია და მერვედფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ მძიმე ბრძოლა, შიდოებით ესტონელ გრიგორი მინასკინს სძლია და 1/8 ფინალში გავიდა.
ვარლამ ლიპარტელიანის მომდევნო მეტოქე ალექსანდრ იდირი იქნება.