ვარლამ გოლეთიანი - მოვუწოდებთ საზოგადოებას, 26 მაისს არ მივიდნენ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ და ჰესის მშენებლობა გააპროტესტონ.
„დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. იქიდან მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის. ერთხელ და სამუდამოდ, შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი. ამაში თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა. დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ და იქიდან გავაკეთოთმოწოდება, რომ ყველა ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის საშენებლად“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ჰქონდათ გადაკეტილი. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ მსვლელობის მონაწილეები გააფრთხილა, რომ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ.