თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა მსვლელობის მონაწილეები გააფრთხილა, რომ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ  
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა მსვლელობის მონაწილეები გააფრთხილა, რომ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ  

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ მსვლელობის მონაწილეები გააფრთხილა, რომ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.

მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს არ აქვთ უფლება, გზის სავალი ნაწილი გადაკეტონ მაშინ, თუ ამის საჭიროება არ არსებობს.

„საქართველოს კანონი „აქცია მანიფესტაციების შესახებ“, მე-11 მუხლი. მათ უფლება არ აქვთ, სპონტანურად, ხელოვნურად გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ აქციის მონაწილეებს ვესაუბრეთ და გავაფრთხილეთ, ავუხსენით კანონი და განვუმარტეთ. ველოდებით მათგან პასუხს“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავენ, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამ წუთებში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია და აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან.