ვარლამ გოლეთიანი - ბარიკადების აღების შემდეგ, ველოდებით განცხადებას დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით
ბარიკადების აღების შემდეგ, ველოდებით განცხადებას დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ მიერ დაყენებული პირობების შესრულების შემდეგ, მხარეები მედიატორის მონაწილეობით მორიგ შეხვედრას გამართავენ.
„ჩვენი მოლაპარაკების პირველი ნაწილი იყო, შესრულებულიყო ის პირობები, რაც გულისხმობს ბარიკადის აღებას და პოლიციის გასვლას. ახლა დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით ველოდებით განცხადებას ამის შემდეგ კი დაინიშნება შემდეგი შეხვედრა და უკვე გავაგრძელებთ საუბარს პირობების შემდეგ ნაწილზე, რაც გულისხმობს სამუშაო პროცესის შეჩერებას. მედიაციის პროცესში სამუშაოები უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა გოლეთიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო.