ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ კომპანია „ენკას“ მანქანებს გადაადგილების უფლებას კვლავ არ მისცემენ
ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ კომპანია „ენკას“ მანქანებს გადაადგილების უფლებას კვლავ არ მისცემენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გეგმავენ, კვლავ არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს ხეობის მიმართულებით გადაადგილების უფლება.

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დღეს დილითაც სცადა მძიმე ტექნიკამ მოძრაობა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა აქტივისტებმა სატვირთო ავტომანქანებს ამის საშუალება არ მისცეს.

იმისათვის, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი, ჩვენი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. პირობებს შორის კი ერთ-ერთია, შეჩერდეს მუშა პროცესი ხეობაში. ამიტომ ბუნებრივია, ვერ მივცემთ კომპანიას სამუშაოების წარმოების საშუალებას“, – განაცხადა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.

თუმცა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ კარვის გასაშლელად შეთავაზებული ტერიტორიები მათთვის მიუღებელია. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი სურვილი სოფელ ნამახვანში, ძველ ადგილზე დაბრუნებაა.