ვარლამ გოლეთიანი - 26 მაისის დაკნინებაზე არაა საუბარი, ამ დღეს გამოდიან ჩინოვნიკები, ვისკენაც მიემართება ჩვენი პროტესტი, ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის, მაშინ სად უნდა იდგეს ადამიანი
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი მიზანი 26 მაისის მნიშვნელობის დაკნინება არ ყოფილა, როდესაც მოქალაქეებს არა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, არამედ მათ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
„ხალხი ჩვენი გამარგინალებითაა დაინტერესებული და ამბობენ, რომ ვართ მართული ძალა; თითქოს გაუგებარია მათთვის, რას ვითხოვთ. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, პრემიერთან, სხვა არაერთ ჩინოვნიკთან, რომელიც უშუალოდ კავშირშია „ნამახვანჰესის“ კასკადის დოკუმენტაციასთან და ხელის მოწერასთან, რაც იქ არის, ამიტომ 26 მაისს რა ხდება თავისუფლების მოედანზე, მარტივად რომ დავსვათ კითხვა – 26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისაც მიემართება ზოგადად ჩვენი პროტესტი. ამიტომ, ჩვენ თუ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის ბრძოლა დღეს, მაშინ სად უნდა იდგეს ადამიანი, ლოგიკურად. ის ჩინოვნიკები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროტესტის ფარგლებში პრობლემა და ზოგიერთის გადადგომას ვითხოვთ და პასუხისგებაში მიცემას, ვინც კავშირშია და ეს ხალხი უნდა გამოვიდეს იმ ტრიბუნაზე, ანუ რა ხდება, სად უნდა ისმინოს ამ ხალხმა სიტყვა, აქ უნდა ისმინოს, თუ იმ ჩინოვნიკების სიტყვა ისმინოს. ანუ აქ თვითონ დღის მნიშვნელობის დაკნინებაზე კი არ არის საუბარი – 26 მაისის, აქ არის საუბარი იმ ხალხის მოსმენაზე, ვინც იქ გამოდის და ვისაც ჩვენ ვთვლით, რომ არის დამნაშავე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის თემაზეც.
„პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას ჩვენ დავთანხმდით; შემდეგ თავად დავუკავშირდით და ვუთხარით, თუ თანახმა იყვნენ და როგორი შეხვედრის ფორმატზე იყვნენ თანახმა. მაგალითად, ჩვენ შევიდოდით რამდენიმე ადამიანი და მედიისთვის იქნებოდა ღია, ან გარეთ დავდგებოდით, გარეთ გამოვიდოდა და დაველაპარაკებოდით. მივეცით გარკვეული დრო, უნდა შეგვხმიანებოდნენ თავად და ეთქვათ, რომელი ვარიანტი იყო მათთვის მისაღები. არ შეგვეხმიანენ ამ მოცემულ დროში და ბუნებრივია, გაუთავებლად ვერ დაველოდებოდით. ჩვენ მოთხოვნებს, რაც გულისხმობს, რომ „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა, აქ ვართ უკომპრომისო და უნდა შესრულდეს. რაც შეეხება დიალოგს, დიალოგი შეიძლება დავიწყოთ მხოლოდ მორატორიუმის პირობებში, ჩავერთოთ საზოგადოება, თუ ამას დიალოგს დავარქმევთ, განხილვის პროცესებში და განისზღვროს ენერგოპოლიტიკა ქვეყანაში. ამ ნაწილში დიალოგს ვგულისხმობთ და რაც შეეხება იმას, რომ ვარკვიოთ პრინციპში, გაუგებარია, რა უნდა ვარკვიოთ, რადგანაც არც ერთი პირობა არ შეასრულეს, რომელიც დავაყენეთ ბოლოს ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობაში, როცა პრემიერმა თავისი წარმომადგენელი გამოგზავნა და მათ შორის, რამდენიმე დეპუტატიც იყო. თქვეს, რომ სამუშაოები ხეობაში ვერ შეჩერდება, ანუ ჰესის სამშენებლო სამუშაოები ვერ შეჩერდება. ბუნებრივია, ჰესი შენდება და ეს პროცესი მიმდინარეობს. მაშინ დიალოგს უბრალოდ აზრი ეკარგება. ამიტომ ამ ნაწილში, მათ შორის პარლამენტის თავჯდომარესაც დისტანციურად შეუძლია, გააჟღეროს თავისი პოზიციები“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.