თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის შესახვევში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.