ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს
თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს. ჩვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.