ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში საკონსერვაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდა.
ტაძარში აღმართული ხარაჩო დაშლილია. სპეციალისტები ბოლო პერიოდში ტაძრის კამარაში და საკურთხეველზე მუშაობდნენ.
ძლიერი ხანძრის შემდეგ მე-12-ე საუკუნის ჭვარტლით დაფარულ კედლის მოხატულობის გაწმენდა და აღდგენა გასულ წელს, ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე დღეში დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, 2017 წლის მიწურულს დასრულდა.
რესტავრატორი ტასო ფოცხიშვილი პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სამუშაოები სრულად დამთავრდა და როცა ხარაჩო ჩამოიხსნა, ტაძარში გაწეული სამუშაო კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა.