ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის შემდეგ, ისრაელში 60 წელს ზემოთ ადამიანებში ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა — #1tvმეცნიერება
ვაქცინები სწრაფად უზრუნველყოფს COVID-19-ის სერიოზულ შემთხვევათა თავიდან აცილებას საზოგადოების ყველაზე მოწყვლად წევრებში; ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერი იუწყება.
Pfizer-ის ვაქცინის ეფექტები სრულად მიიღწევა პირველი დოზის გაკეთებიდან ერთი თვის შემდეგ, მაგრამ როგორც ისრაელის მონაცემები მიუთითებს, ქვეყნის, სადაც ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს ვაქცინაცია, ინფექციის სერიოზული ვარდნა ამ წერტილამდე მიღწევამდეც შეიმჩნევა.
Maccabi Healthcare Services-ის ადრეული მონაცემების მიხედვით, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან სამი კვირის შემდეგ, კორონავირუსის ინფექციების რაოდენობა 60 პროცენტით შემცირდა.
თუმცა უცნობი იყო, ეს სარგებელი თანაბრად იგრძნეს მსუბუქი ინფექციისადმი მიდრეკილებმა და მათ, ვისაც COVID-19 სავარაუდოდ გაურთულდებოდათ.
გამომდინარე იქიდან, რომ Maccabi-ს ამ კითხვას გამუდმებით უსვამდნენ ჯანდაცვის სამინისტროები თუ ჰოსპიტლები მთელი მსოფლიოდან, ორგანიზაცია პასუხობს კითხვას — რამდენად სწრაფად იგრძნობენ ვაქცინაციის სარგებელს COVID-19-ის გამო საავადმყოფოში მოხვედრის შანსის მქონეები?
Maccabi-ს უახლესი მონაცემებით, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება სწრაფად მცირდება, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრ კლებას იწყებს ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 18 დღის შემდეგ. ისრაელის უმსხვილესი საავადმყოფოს, შებას სამედიცინო ცენტრის ინფექციურ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელი, გალია რაჰავი ამ მონაცემებს „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს.
50 777 პაციენტის მონიტორინგის შემდეგ, Maccabi-მ დაადგინა, რომ 23-ე დღისთვის, ანუ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, 60 წელს ზემოთ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 60 პროცენტით შემცირდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შეადარეს ვაქცინის მიღებიდან
„მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია და მათი გავლენა ძალიან დიდია, რადგან როდესაც ირგვლივ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებია და ვრცელდება ვირუსის ახალი ვარიანტებიც, ძნელია ვაქცინაციის მოქმედების ზოგადი მაჩვენებლების ხილვა. მონაცემები ვაქცინირებულ ხანდაზმულთა ჰოსპიტალიზების შესახებ, ფასდაუდებელია“, — ამბობს რაჰავი.
თუმცა, რაჰავი იქვე აღნიშნავს, რომ მაჩვენებლის კლება შეიძლება გარკვეულწილად იმ ტენდენციითაც იყოს განპირობებული, რომ ახლად ვაქცინირებული ემორჩილებიან ლოკდაუნის წესებს, რაც ასევე იწვევს ინფექციისა და ჰოსპიტალიზების მაჩვენებლის კლებას.
Maccabi-ს მონაცემებით, მე-13 დღემდე, ისრაელში 60 წელს ზემოთ ვაქცინირებულებში ინფიცირების მაჩვენებელი იგივე იყო, რაც ზოგადად 60-ს გადაცილებულ მოსახლეობაში. თუმცა, 23-ე დღეს გაჩნდა დიდი ნაპრალი — 50 777 ადამიანში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 18 იყო, ამავე ოდენობის ვაქცინირებულებში კი მხოლოდ ექვსი შემთხვევა.
მომზადებულია timesofisrael.com-ის მიხედვით.