მასობრივი ვაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნა ხვალიდან იქნება შესაძლებელი
მასობრივი ვაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნა ხვალიდან იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნა ხვალიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თავდაპირველად გაიხსნება „სინოფარმით“ ვაქცინაციის ჯავშნები, შემდეგ კი „სინოვაკით“.

„მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რომ ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან. იაქტიურონ, ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით, როგორი იქნებააქტიურობა, შემდეგ გაიხსნება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ „სინოფარმით“, შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამცრელი ჯგუფების რაოდენობა მუდმივ რეჟიმში ფართოვდება.

„იქნება ბრიგადები, როლებიც ცრიან „ასტრაზენეკაზე“, რომლებიც აცრიან „სინოვაკსა“ და „სინოფარმზე“. ამ ზაფხულის განმავლობაში ჩვენ აცრები გვექნება ოთხი ვაქცინით, პარალელურ რეჟიმში, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“. ყველას მეტი ყურადღება, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეული ჩვენგანს აქვს, რომ აცრებმა უნდა დაამთავროს პანდემია, ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ ამ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.