ვაქცინაცია აუცილებელი პირობა შეიძლება გახდეს ავსტრალიის ღია პირველობაში თამაშისთვის #1TVSPORT
ვაქცინაცია აუცილებელი პირობა შეიძლება გახდეს ავსტრალიის ღია პირველობაში თამაშისთვის #1TVSPORT

ინტერნეტ-გამოცემა The Age-ის ინფორმაციით, ვაქცინაცია შეიძლება გახდეს აუცილებელი პირობა 2022 წელს ავსტრალიის ღია პირველობასა და სხვა ავსტრალიურ ტურნირებში მონაწილეობისთვის.

დღეისთვის, ტურნირის ორგანიზატორები აგრძელებენ მოლაპარაკებებს ქვეყნის მთავრობასთან ჩოგბურთელებისა და მათი გუნდების წევრების ავსტრალიაში დაშვების პირობებთან დაკავშირებით.

დიდი ხანი ორგანიზატორები ცდილობდნენ შეწინააღმდეგებოდნენ აუცილებელი ვაქცინაციის პირობას, რადგან ამას შეეძლო შეეშინებინა ზოგიერთი ტოპ-ჩოგბურთელი, მათ შორის, ნოვაკ ჯოკოვიჩი, დანიილ მედვედევი ან არინა საბალენკა. მაგრამ ახლა, ტურნირის ორგანიზატორები მზად არიან დაეთანხმონ ამ პირობებს.

არსებული მონაცემებით, მამაკაცთა ტურში ვაქცინირებულია მოთამაშეთა 50 პროცენტი, ქალებში – 60 პროცენტი.