ვანში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა - 50 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა
ვანში, სოფელ ზეინდარში BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგანათების ბოძს, ხოლო შემდეგ ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
50 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.