ვანში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა – 50 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა

16:45, 28.04.2018

ვანში, სოფელ ზეინდარში BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგანათების ბოძს, ხოლო შემდეგ ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

50 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მსგავსი