ვანში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფ პირებს ლაბორატორიული დიაგნოსტირება ჩაუტარდებათ
ვანში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფ პირებს ლაბორატორიული დიაგნოსტირება ჩაუტარდებათ

ვანის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 30 პირი იმყოფება, მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა, რათა არ დაირღვეს თვითიზოლაციის წესი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ინფიცირებულ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს ლაბორატორიული დიაგნოსტირება ჩაუტარდებათ. მისივე უინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის თანამშრომლებმა უკვე მოიძიეს ინფიცირებულთან ყველა შესაძლო კონტაქტი,

პარალელურად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციის იმ რეკომენდაციებზე, რაც უნდა გაითვალისწინონ ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

უკვე დასრულდა საკონტროლო გამშვები პუნქტების მონტაჟის პროცესი სოფლებში ზეინდარსა და მთისძირში, სადაც გაშლილია საველე კარვები. ადგილზე სამართალდამცველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან და მიმდინარეობს მეთვალყურეობა მგზავრებზე.​

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება, ასევე მოეწყო სპეციალური გამშვები პუნქტები. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვანის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა.