ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ქართული ოცნება“ დღეს დაასახელებს
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ქართული ოცნება“ დღეს საღამოს დაასახელებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.
„დღეს შედგება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც იქნება მიღებული პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატთან დაკავშირებით და საღამოს უკვე ცნობილი გახდება, ვანისა და ხონში კანდიდატი, რომელიც წარდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.