ვალეში ხეხილის ხეების დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ვალეში ხეხილის ხეების დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, ხეხილის ბაღის ტერიტორიაზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ უნებართვოდ გაჭრილი გზის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებამ პირველ არხს განუცხადა, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს და კომპანია „ბესტი“ მათი კუთვნილი ხეხილის ბაღებში გზის უკანონო გაყვანაში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, გზაზე სატვირთო მანქანები მოძრაობენ, რამაც ხეები დააზიანა.

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ გზა მდინარის ნაპირზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გაიყვანეს და არ იცოდნენ, ჰყავდა თუ არა ხეხილის ბაღებს მეპატრონეები.