ვალესა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, 6 – 7 აგვისტოს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და გერმანიის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (26 აბი) და ფსიქოტროპული (208 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.